კატალონიის “ბარსელონა” ბოლო სეზონებში განცდილი კრახების შემდეგ ძლიერდება, ესპანურმა გრანდმა უკვე დაიმატა რამდენიმე მაღალი დონის ფეხბურთელი, მათ შორის მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ცენტრალური თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, რომლის ტრანსფერიც 50 მილიონი ევრო დაუჯდა.
“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა კატალონიელების ტრანსფერების შესახებ გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ვერ ხვდება ამას როგორ აკეთებენ.
“ბარსელონა ერთადერთი კლუბია, რომელსაც ფული არ აქვს, მაგრამ ყველა ფეხბურთელს ყიდულობს, რომელიც უნდა.
ვერ ვხვდები ამას როგორ აკეთებენ, ცოტა უცნაურია”,- განაცხადა ნაგელსმანმა.
ამ მომენტისთვის “ბარსელონამ” 5 ტრანსფერი განახორციელა, კატალონიელებმა დაიმატეს რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, კესი, კრისტენსენი, პაბლო ტორე, ასევე ახლოს არიან სეზარ ასპილიკუეტას და ჟულს კუნდეს დამატებასთან.
კომენტარები post