იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი” “სამპდორიას” ესტუმრა და მეტოქე 0:2 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია და მან მოედანზე 62 წუთი დაჰყო. კვარას ერთი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა ბურთის ბადეში გახვევა ვერ მოახერხა.
“სამპდორიას” წინააღმდეგ ხვიჩას თამაში Sofascore-მა 6.3 ქულით შეაფასა, Whoscored-მა კი 6.4 ქულით.
კომენტარები post