“ნაპოლი” გუნდის გაძლიერებას ახალგაზრდებით განაგრძობს და ამჯერად, “ბოდო გლიმტის” 23 წლის შემტევს, ოლა სოლბაკენს იმატებს.
სოლბაკენი სწორედ ხვიჩას პოზიციაზე თამაშობს, თუმცა გუნდს მხოლოდ იანვარში შეუერთდება. მანამდე “ბოდო გლიმტში” იქნება, სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და ნეაპოლში უფასოდ წავა.
იანვრამდე ლუჩანო სპალეტი ფლანგს მთლიანად კვარაცხელიას აბარებს. თავის მხრივ, თუ საჭირო გახდა, ხვიჩას პოზიციაზე თამაში ელმასსაც შეუძლია.
კომენტარები post