რომას, ტორინოს და ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელის, შემდეგში კი საფეხბურთო ფუნქციონერის, რობერტო პოლიკანოს მტკიცებით, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის სერია A-ში გაცილებით ადრე შეეძლო თამაში – კერძოდ კი 2018 წელს, როცა მისით უდინეზე დაინტერესდა.
ხვიჩა კვარაცხელია რუსეთში მხოლოდ 2019 წელს გადავიდა (ჯერ მოსკოვის ლოკომოტივში იჯარით) 18 წლის ასაკში. იმ დროს, რომელზეც პოლიკანო ლაპარაკობს, კვარაცხელია დინამო თბილისში და რუსთავში გამოდიოდა.
“2018 წელს უდინეზეს სურდა ხვიჩა კვარაცხელიას დამატება, მაგრამ ეს ვერ შევძელით, რადგან კლუბს არაევროკავშირელისთვის ადგილი უბრალოდ არ ჰქონდა დასარეგისტრირებლად. ნაპოლიმ დიდი არჩევანი გააკეთა, როცა ფსონი კვარაცხელიაზე დადო, ვულოცავ მათ”, – განაცხადა პოლიკანომ Radio Marte-ს ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ლოკომოტივის შემდეგ 2019-2022 წლები ყაზანის რუბინში გაატარა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ეროვნულ ლიგაში, დინამო ბათუმის რიგებში დაბრუნდა. 2022 წლის 1-ელ ივლისს კი ის სერია A-ს ნაპოლიმ შეიძინა. ახლა ხვიჩა სერია A-ს ერთ-ერთი საუკეთესო ვარსკვლავია.
კომენტარები post