ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური ისტორია შესანიშნავად იწყება, კვარამ 2 ამხანაგურ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და იტალიელი ქომაგები აღფრთოვანებული დატოვა. კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა, კრისტიან კალველიმ.
“ხვიჩა სწრაფია, ტემპის უეცარი ცვლილება შეუძლია და მაღალ სისწრაფეებზე შთამბეჭდავი ტექნიკური თვისებების დემონსტრირებას ახდენს. ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, იგი “ნაპოლის” ბოლო 20 წლიან ისტორიაში ყველაზე ძლიერი მოთამაშეა.
პერსპექტივაში, ჩვენ ისეთ მოთამაშეზე ვსაუბრობთ, რომელსაც “ბარსელონასთვის,” “რეალისთვის,” “ლივერპულისთვის,” “ბაიერნისა” თუ სხვა მაღალი გუნდებისთვის სასურველი პროფილი აქვს. “ნაპოლის” ვულოცავ, სხვა გუნდების ქმედებები განსაზღვრა, ისე, როგორც კავანის, კულიბალისა თუ სხვების შემთხვევაში”– განაცხადა კალველიმ.
კომენტარები post