როგორც ცნობილია, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ფედერალურმა პროკურორმა ჯუზეპე კინემ ნეაპოლის პროკურატურას ნაპოლიდან ოსიმენის ტრანსფერის დოკუმენტაციის ამოღება მოსთხოვა, მაგრამ მოსალოდნელია, რომ გამოძიება დიდხანს გაგრძელდება.
Il Mattino წერს, რომ ნეაპოლის პროკურატურამ ოსიმენის საქმეზე სამუშაოდ 6-თვიანი ვადა მოითხოვა, რაც ნიშნავს, რომ მანამდე საბოლოო განაჩენს ვერ გამოიტანენ. ისიც აღსანიშნავია, რომ ოსიმენის საქმეზე არ არსებობს სატელეფონო საუბრის მოსმენები და ელექტრონული მიმოწერები, რაც იუვენტუსის დასჯის საკითხში პრაქტიკულად გადამწყვეტი მტკიცებულება იყო.
ოსიმენის ტრანსფერზე შეიძლება არსებობდეს ორი დანაშაული – ფინანსური ანგარიშების გაყალბება და თაღლითური დეკლარაცია. პროკურატურას ოსიმენის ტრანსფერმა კითხვები გაუჩინა, რადგანაც ნიგერიელის ტრანსფერში 4 შედარებით უცნობი ფეხბურთელი იყო ჩართული, რომელთა ფასებიც საეჭვოდ გაზრდილი იყო: ორესტის კარნეზისი, ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეები კლაუდი მანცი, ჩირო პალმიერი და ლუიჯი ლიგიორი. ლიოგირის ფასი 20-დან 30 მილიონ ევრომდე მერყეობდა. ამ ოთხეულიდან არცერთს არ უთამაშია ლილის შემადგენლობაში და ოთხივემ გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.
ნეაპოლური გამოცემები წერენ, რომ საბოლოო ჯამში ნაპოლის ქულების დაკლების საფრთხე არ ემუქრება და სიტუაციას საკმაოდ მშვიდადაც უყურებენ.
კომენტარები post