“ნაპოლი” 2022/23 წლების სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება. სპალეტის გუნდი სერია A-ს გათამაშების ცხრილში 53 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან “ინტერს” 13 ქულით უსწრებს.
მოგეხსენებათ, “პარტენოპეი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ფრანკფურტის “აინტრახტს” დაუპირისპირდება.
Il Mattino-ს ცნობით, “ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის კაპიტან ჯოვანი დი ლორენცოს პირადად გაესაუბრა და დაჰპირდა, რომ თუ ისინი მეოთხედფინალში გასვლას მოახერხებენ, გუნდის თითოეულ ფეხბურთელს დაასაჩუქრებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხაზეა საუბარი, თუმცა, წყაროს ცნობით, მოთამაშეები ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ აღფრთოვანებული არიან.
კომენტარები post