“ნაპოლის” მწრთვნელმა, ლუჩანო სპალეტიმ სერია ა-ს ახალ სეზონზე ისაუბრა, სპეციალისტის თქმით, მის გუნდს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ტოპ კლუბებს.
“ყველა ელოდება, რომ ჩვენ იგივე გზით გავაგრძელებთ სიარულს, მაგრამ ადვილი არ იქნება. ის, რომ ფანებს სკუდეტო სურთ, ახალი არ არის, მაგრამ ჩვენთვის ოთხეულში მოხვედრაც რთული იქნება.
სტარტზე „იუვენტუსთან“ 9-ქულიანი უპირატესობა არ გვექნება, არც „რომაზე“ და „ლაციოზე“ წინ ვიქნებით.
მაგრამ თუ ისევე კარგად ვითამაშებთ, როგორც წინა სეზონში, მაშინ ტოპ-კლუბებთან ბრძოლა შეგვიძლია.
დიდ წარმატებას მივაღწიეთ და მთელი სეზონი ჩემპიონთა ლიგის ზონაში ვიმყოფებოდით. იყ ომატჩები, რომლებშიც მეტის მიღწევა შეგვეძლო და ამის გამო დღემდე გვტკივა.“- აღნიშნა სპალეტიმ
კომენტარები post