“ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ მას გუნდში აფრიკელი ფეხბურთელების დამატება აღარ სურს, რადგანაც სანაკრებო პაუზების გამო ისინი უდროო დროს ტოვებენ გუნდს.
ამის გამო აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ უეფას ოფიციალური წერილით მიმართა და დე ლაურენტისის წინააღმდეგ დისციპლინური გამოძიების დაწყება მოითხოვა.
“CAF შეშფოთებულია “ნაპოლის” პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის მიერ აფრიკელი მოთამაშეებისა და აფრიკის ერთა თასის შესახებ გაკეთებული უპასუხისმგებლო და მიუღებელი განცხადებებით.
მან საჯაროდ განაცხადა, რომ “ნაპოლის” მოთამაშეებმა ხელი უნდა მოაწერონ ხელი აფრიკის ერთა თასზე მონაწილეობაზე უარის თქმას, როგორც დასაქმების პირობას.
დე ლაურენტისი, სავარაუდოდ, ექვემდებარება უეფას დისციპლინური რეგულაციების მე-14 მუხლს და ამიტომ CAF მოუწოდებს UEFA-ს, დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება მის წინააღმდეგ“, – ნათქვამია CAF-ის განცხადებაში.
კომენტარები post