21-11-2022იტალიელი ჟურნალისტი: “კვარაცხელია “ნაპოლის” საუკეთესო ფეხბურთელია”იტალიელი ჟურნალისტი: “კვარაცხელია “ნაპოლის” საუკეთესო ფეხბურთელია”
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ Canale 21-თთან საუბარში “ნაპოლის” მიერ ჩატარებული პირველი წრე მიმოიხილა და ნეაპოლიტანელთა საუკეთესო ფეხბურთელებსაც შეეხო. რა გასაკვირია, რომ კიარელომ “პარტენოპეის” ქართველი გარემარბი, ხვიჩა კვარაცხელია განსაკუთრებით გამოარჩია.
“კვარაცხელიას გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად ვთვლი. ხვიჩა მსოფლიო დონის მოთამაშეა. მის შემდეგ ოსიმენს დავასახელებდი, რადგან გადამწყვეტ მატჩებში იგი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. გამოვყოფდი კიმ მინ-ჯაესაც, რომელმაც კულიბალი დამავიწყდა და ლობოტკასაც, რომელიც ევროპაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა.
ზამბო-ანგისა შეუცვლელი ფიგურაა. მერეტს 8 ქულას დავუწერდი – სეზონში მხოლოდ 1 შეხვედრა გამოტოვა და შეცდომებსაც იშვიათად უშვებს. მარიო რუის 8 ქულით შევაფასებ, ხოლო მატიას ოლივეირას – 7.5-თი.
ელმასი ჩემს საყვარელ ფეხბურთელთა რიცხვში ნამდვილად არ შედის, მაგრამ მან მწვრთნელს ნდობა გაუმართლა. ერთადერთი, ვისაც 7 ქულაზე ნაკლებს დავუწერ, ტანგი ნდომბელეა. ფრანგი გაცემულ ავანსებს ვერ ამართლებს. ვფიქრობ, შეტევაში პოლიტანო უფრო მეტ ხიფათს ქმნის, ვიდრე ლოსანო,” – თქვა ჟურნალისტმა.
შეგახსენებთ, რომ “ნაპოლიმ” წელი სერია ა-ში პირველ პოზიციაზე დაასრულა. მეორეადგილოსან “მილანს” ლუჩიანო სპალეტის ბიჭები 8 ქულით უსწრებენ.
კომენტარები post