დღეს იტალიის ჩემპიონატის მორიგ ტურში სერია ა-ს ლიდერი “ნაპოლი” “რომას” ესტუმრება და 3 ქულის მოპოვებას შეეცდება.
მატჩამდე მედიასთან დედაქალაქელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ისაუბრა და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა:
“სერია A-ში დიბალას დონის ფეხბურთელი არ არის. ბევრი კარგი მოთამაშეა, დიბალას კლასის – არა. რაღაც მომენტში მინდოდა “ტოტენჰემში” გადამეყვანა, მაგრამ კლუბმა ეს ვერ მოახერხა. “ნაპოლისაც” ჰყავს კარგი ფეხბურთელები, რომლებითაც აღფრთოვანებული ვარ, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა დიბალას დონეს ვერ მიაღწია”.
კომენტარები post