ნათელა ძალამიძე უიმბლდონზე წყვილთა თანრიგში საქართველოს სახელით ასპარეზობს. ის აქამდე რუსეთის სახელით გამოდიოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ მოქალაქეობის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
ნათელა მსოფლიოს 45-ე ჩოგანია წყვილთა შორის, მან სერბ ალეკსანდრა კრუნიჩთან წყვილში 6:3, 7:5 დაამარცხა ანა-ლენა ფრიდსმანისა (გერმანია) და ან ლის (აშშ) დუეტი.
სამწუხაროდ, დამარცხდა ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც კატარჟინა პიტერთან ერთად ასპარეზობდა – 6:3, 6:7 (5:7), 4:6 ბუჟკოვასა და მიხალიკოვასთან. ასე რომ, ქალთა წყვილთა თანრიგში სამი ქართველი სპორტსმენიდან ერთი დარჩა – ჯერ ეკატერინე გორგოძე გამოეთიშა ასპარეზობას, დღეს კი – ოქსანა კალაშნიკოვა.
კომენტარები post