იტალიური პრესა აღნიშნავს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი თამაშიდან გამომდინარე, ქართველი გულშემატკივრების “ნაპოლისადმი” ინტერესი გაიზარდა და საჭირო გახდება საქართველოდან დამატებითი პირდაპირი ავიარეისების განხორციელება.
“საქართველოდან ნეაპოლში რეისები გაიზრდება: კვარაცხელიას თამაშების ნახვაზე დიდი აჟიოტაჟია. “კვარას” გამო ახლა ნეაპოლსა და საქართველოს შორის კავშირი ძალიან ძლიერია. “დიეგო მარადონას” სტადიონზე ბევრი ქართველი მოდის ეროვნული დროშითა და თანამემამულის მაისურით, რათა მისი ასპარეზობა ნახონ. მოკლედ, დუეტი “კვარა”-“ნაპოლი” სრული სვლით წინ მიიწევს, რასაც მედიასაშუალებებიც ადასტურებენ.
საქართველოდან პირდაპირი ავიარეისების გაზრდა იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე იტყობინება, რადგან ხვიჩა გმირობის გამო ინტერესმა მკვეთრად იმატა”, – წერს calcionapoli24.
კომენტარები post