მოსკოვის “სპარტაკისა” და ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი ქვინსი პრომესი ეჭვმიტანილი ნარკო-ბიზნესში ჩართულობაშია.
9 მარტს გასაჯაროვდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერები, რომელშიც ქვინსი მამას ეუბნებოდა, რომ ბიძაშვილის მოკვლა სურდა.
პრომესის სატელეფონო საუბრების მოსმენის დაწყების მიზეზი ის გახლავთ, რომ ფეხბურთელი ნარკობიზნესის ორგანიზებაში, ფულის გათეთრებასა და დამნაშავეობრივი დაჯგუფების წევრობაშია ეჭვმიტანილი. ქვინსიმ და მისმა ოჯახმა ფული 4 ტონა კოკაინის პარტიაში ჩადო. ბელგიის პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების მთელი პარტია ანტვერპენში, 2020 წლის აპრილში ამოიღო. მას შემდეგ, საქმეზე რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს. ნარკოტიკების ამოღებული პარტიის ღირებულება 120 მილიონი ევრო გახლავთ.
ნიდერლანდების პოლიცია პრომესის დასაპატიმრებლად მზად არის, თუმცა სიტუაციას ის ართულებს, რომ ქვინსი სპარტაკში თამაშობს და ამჟამად მოსკოვში იმყოფება.
კომენტარები post