სარაგბო პორტალმა Lovell Rugby სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც ქართველი მორაგბე, დავით ნინიაშვილიც მოხვდა.
მოგეხსენებათ, გუშინ იტალიის წინააღმდეგ ნინიაშვილმა თავი რამდენჯერმე გამოიჩინა და ხალხს თავი შესანიშნავი თამაშით დაამახსოვრა.
ნინიაშვილი ერთადერთი მორაგბეა ტიერ2-ს ქვეყნებიდან, რომელიც რჩეულებში დაასახელეს. თხუტმეტეულში ასევე მოხვდნენ, ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის ნაკრების მორაგბეები.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ჩვენებმა იტალიის ნაკრები ანგარიშით 29:18 დაამარცხა.
კომენტარები post