25 წლის ნახევარმცველმა ოლეკსანდრ ზინჩენკომ BBC-სთან ინტერვიუში საიონტერესო საკითხზე ისაუბრა.
უკრაინელმა აღნიშნა, თუ რატომ ვერ აიღო იარაღი თავად და ვერ იბრძოლდა სამშობლოში, უკრაინაში.
“ერთადერთი რამაც შემაკავა ომში წასვლისაგან ჩემი ქალიშვილიდა ოჯახია. ძალიან ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ და სიცოცხლის ბოლომდე ასე ვიქნები. ჩემი ხალხი და ქვეყანა უძლიერესი სულისა და მენტალიტეტისაა, ისინი არ დანებდებიან, დაიხოცებიან, თუმცა უკან არ დაიხევენ”, – განაცხადა უკრაინელთა კაპიტანმა.
კომენტარები post