ფიფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყების თარიღი შეიცვალა.
2022 წლის მუნდიალი არა 21, როგორც თავდაპირველად იგეგმებოდა, არამედ 20 ნოემბერს დაიწყება.
ამის მიზეზი ის არის, რომ 2006 წელს დაწყებული ტრადიციის მიხედვით, მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძელი ქვეყნის ნაკრები ხსნის მატჩით, 21 ნოემბერს კი ეს ვერ ხერხდებოდა.
საქმე ისაა, რომ აქამდე მუნდიალს სტარტი 21 ნოემბერს თბილისის დროით 14:00 საათზე, ნიდერლანდები – სენეგალის მატჩით უნდა გახსნილიყო, მასპინძელი ყატარი კი იმავე დღეს ოღონდ 20:00 საათზე, ეკვადორს დაუპირისპირდებოდა.
თავდაპირველად განიხილებოდა მატჩების თანმიმდევრობის გადანაცვლებაც, თუმცა თბილისის დროით 14:00 საათზე ეკვადორში დილის 5 საათი იქნება, რაც ადგილობრივ მაყურებელს საკუთარი ნაკრების თამაშის ხილვაზე პრობლემას შეუქმნიდა.
კომენტარები post