რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ვოლფსბერგერის” ახალგაზრდა ქართველ ცენტრალურ მცველს, ლუკა ლოჩოშვილს სერია A-ს კლუბები აკვირდებოდნენ და მათ შორის ყველაზე მეტად დაინტერესებული “ვერონა” აღმოჩნდა.
“ვოლფსბერგერის” პრეზიდენტმა დიეტმარ რიგლერმა krone.at-თან საუბარში დაადასტურა, რომ მხარეებს შორის ყველაფერი შეთანხმებულია და ლოჩოშვილი კარიერას იტალიაში განაგრძობს.
როგორც მან აღნიშნა, მათი მიზანი იყო, რომ ლუკა, როგორც ფეხბურთელი, აღეზარდათ და განევითარებინათ, შემდეგ კი ის სარფიანად გაესხვისებინათ. სატრანსფერო ფასად 1.6 მილიონი ევრო სახელდება.
თუ ყველა დეტალი მალე მოგვარდება და ლოჩოშვილი მალევე შეუერთდება “ვერონას”, შესაძლოა სერია A-ს პირველ ტურში ქართული დუელი ვიხილოთ. შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს ერთმანეთს “ნაპოლი” და “ვერონა” დაუპირისპირდებიან.
კომენტარები post