შვედმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მილანთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ადასტურებს. 40 წლის ფეხბურთელი გუნდში კიდევ ერთი წელი ითამაშებს. საინტერესოა ისა ფაქტი, რომ ზლატანმა ხელფასის დიდ ნაწილზე უარი თქვა. როგორც ირკვევა, ფეხბურთელი თვეში 100 000 ევროს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩს სერიოზული ტრამვა ჰქონდა, მას ოპერაციაც დასჭირდა და დიდი ალბათობით იანვრამდე ვერ ითამაშებს.
კომენტარები post