მას შემდეგ, რაც თორნიკე ოქრიაშვილი უკლუბოდაა, მას უფრო მეტად ეროვნულ ლიგას უკავშირებენ და ადრე ინფორმაცია მისი ბათუმის “დინამოში” შესაძლო გადაბარების შესახებ გავრცელდა. ახლა კი matchday-ის თანახმად, საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლე “გაგრაში” ვარჯიშობს და შესაძლოა, ზაფხულამდე ხელშეკრულებაც გაფორმდეს.
30 წლის ოქრიაშვილი ბოლოს კვიპროსულ “აპოელში” თამაშობდა, სამხრეთკორეულ “ჩონბუკში” კი სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა.
რაც შეეხება “გაგრას”, “ოქრი” კარიერას სწორედ აქ იწყებდა, ამის შემდეგ უკრაინული კარიერა ჰქონდა, რასაც ბელგიისა და რუსეთის ჩემპიონატებში გამოსვლა მოჰყვა. გაგრელებმა ეროვნული ლიგის მომავალ სეზონში ადგილი პლეი-აუტში “სპაერის” ძლევით შეინარჩუნეს.
კომენტარები post