შოთა არველაძის “ჰალ სიტი” მომავალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. ქართველი სპეციალისტის გუნდმა გუშინ 2 ამხანაგური მატჩი გამართა და ორივე მათგანში გაიმარჯვა.
დღის პირველ ნახევარში არველაძის გუნდი “ბრაიტონის” 23-წლამდელთა გუნდს ეთამაშა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. “ჰალის” რიგებში დუბლი გაიფორმა ტაილერ სმიტმა.
მეორე თამაში კი უფრო რთული იყო, რადგანაც მეტოქე ესპანური “მალაგა” იყო. არველაძის გუნდმა ამ მატჩში 3:1 იმარჯვა, ჯეიკობ გრივსის, კალუმ ელდერის და ლევი კოილის გოლებით.
შემდეგ ამხანაგურ მატჩს “ჰალი” 20 ივლისს, “ლესტერის” წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება თბილისის დროით 22:45-ზე დაიწყება.
კომენტარები post