ქართული კლუბები ევროტურნირისთვის ბრძოლას განაგრძობენ, სამწუხაროა, მაგრამ რეალობა ასეთია, ჩვენი გუნდებისთვის მაქსიმუმი მხოლოდ კონფერენს ლიგაა. ევროპის რანგით მესამე ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე გამარჯვებისთვის “საბურთალო” “სტიაუა ბუქარესტს” ებრძვის”, “დინამო ბათუმი” კი “ლეხ პოზნანს”.
დინამო არენაზე “საბურთალომ” “სტიაუას” უმასპინძლა და მეტოქე 1-0 დაამარცხა. რამდენიმე მომენტს თუ არ ჩავთვლით საერთო ჯამში დედაქალაქური კლუბი დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მეტოქისთვის ბევრი შანსები არ მიუცია. “საბურთალოელთა” მხრიდან ანგარიში ნონიკაშვილმა 41-ე წუთზე შესანიშნავი დარტყმით გახსნა. მეორე ტაიმშიც რამდენიმე ძალიან რეალური შანსი გავანიავეთ, მაგრამ მინიმალური სხვაობით გამარჯვებაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა.
ძალიან რთულ სიტუაციაში ჩავარდა “დინამო ბათუმი”, ზღვისპირელები “ლეხს” სტუმრობდნენ და დამარცხდნენ. დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა “ბათუმელთა” მეკარე, ლაზარე კუპატაძე, მან პირველ ტაიმში 2 მეტ-ნაკლებად მოსაგერიებელი ბურთი გაუშვა. მესამე გოლი კი სრული უიღბლობა იყო, ბურთი მამუკა კობახიძეს მოხვდა და ამ შემთხვევაში ლაზარე უშანსოდ იყო. მეორე ტაიმში ბათუმელებმა კიდევ ორი ბურთი მიიღეს საკუთარ კარში და საბოლოოდ 5-0 მარცხი იწვნიეს.
საპასუხო შეხვედრებს გუნდები 28 ივლისს გამართავენ, “საბურთალო” “სტიაუას” ბუქარესტში ესტუმრება, ხოლო “დინამო ბათუმი” “ლეხს” უმასპინძლებს.
კომენტარები post