ნაპოლის თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი გამოაკლდა. ნიგერიელმა ფორვარდმა ტრავმა ლივერპულთან შეხვედრაში მიიღო და მოედანი პირველი ტაიმის მიწურულს დატოვა.
თავდაპირველი ვარაუდით, დაზიანება მძიმე არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ სამედიცინო გამოკვლევამ მარჯვენა ფეხის ბარძაყის მეორე ხარისხის დაზიანება აჩვენა, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, ოსიმენი გუნდს თვეზე მეტ ხანს ვერ დაეხმარება.
იტალიური პრესა წერს, რომ აფრიკელ თავდამსხმელს უქმობა 30-40 დღე მოუწევს. ასე რომ, ის გუნდს სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოსკენ დაუბრუნდება.
ვიქტორ ოსიმენი ნაპოლის მთავარი ფორვარდია და მიმდინარე სეზონში 6 თამაშში 2 გოლი გაიტანა. ლუჩანო სპალეტის მისი შეცვლა ჯოვანი სიმეონეთი ან ჯაკომო რასპადორით მოუწევს.
კომენტარები post