გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 2-ში ასპარეზობა საკმაოდ პროდუქტიულად დაიწყო.
პირველივე ტურში გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. მეცმა შინ ამიენი 3:0 დაამარცხა, ქართველმა კი მოედანზე 77-ე წუთამდე იყო.
გიორგის მეცის გულშემატკივრებმა შეცვლისას ოვაციები მოუწყვეს და საქართველოს ნაკრების შემტევმა მატჩის შემდეგ თამაშის შეფასების გარდა, ამაზე ისაუბრა:
“სეზონი ძალიან გრძელია, მაგრამ სახლში კარგად უნდა დაგვეწყო. ჩემი გოლი? ბურთი მოვიპოვე, დავინახე, რომ დარტყმა შემეძლო და გავიტანე, ეს გუნდისთვის კარგია. ვარჯიშებზე იბრაჰიმა ნიანესთან ბევრს ვსაუბრობ და ვცდილობთ, ერთმანეთს მოედანზე კარგად გავუგოთ. მომწონს მეორე ფორვარდად თამაში, ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად ვგრძნობ. მეცის ფანების ოვაციები? ძალიან გამიხარდა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ასე უნდა გაგრძელდეს.”
კომენტარები post