- 15 საათის წინ
იტვირთება
ნაპოვნია 0 პოსტი
© 2022 - GeoSportNews
რვა ექიმი, რომლებიც დიეგო მარადონას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იყვნენ პასუხისმგებლები, არგენტინის სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ჯერჯერობით ცნობილი არ არის სხდომების თარიღები.
ექიმებს ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში ედებათ და მათ თავისუფლების აღკვეთა 8-იდან 25 წლამდე ვადით ემუქრებათ.
შეგახსენეთ, მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მეორე დღეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ გამოაცხადა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის უკმარისობა გახდა.