“იუვენტუსის” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, პაოლო დიბალა კარიერას “რომაში” გააგრძელებს. ტრანსფერი დაადასტურა ისეთმა ცნობილმა ჟურნალისტმა, როგორიცაა ფაბრიციო რომანო.
ინფორმაციის მიხედვით, არგენტინელი 2025 წლამდე დარჩება იტალიურ კლუბში.
მოგეხსენებათ, დიბალა თვეზე მეტია თავისუფალი აგენტია. აქამდე მისით “ინტერი” და “ნაპოლი” ინტერესდებოდნენ, თუმცა “რომას” მთავარმა მწრთვნელმა, ჟოზე მოურინიომ თავად დაურეკა ფეხბურთელს და თავისი პროექტი გააცნო. ამის შემდეგ კი არგენტინელმა საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღო.
კომენტარები post