ცნობილმა სპორტულმა საიტმა whoscored.com-მა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე 21-წლამდე ფეხბურთელთა საუკეთესო თერთმეტეული შეადგინა. შერჩევისას ფეხბურთელთა მიმდინარე სეზონში ნაჩვენები პერფორმანსი იქნა გათვალისწინებული.
თერთმეტეულის მეკარედ “ვალენსიას” ქართველი კიპერი, გიორგი მამარდაშვილი დასახელდა, რომლის საშუალო რეიტინგიც 6.82-ია. სიმბოლურ გუნდში ასევე მოხვდნენ პედრი, ბელინგემი, მუსიალა, მარტინელი, როდრიგო და სხვები.
ლა ლიგის საწყის 6 ტურში მამარდაშვილმა კარი 2-ჯერ შეინახა მშრალად. “სელტას” წინააღმდეგ შესრულებული სეივი კი ტურის საუკეთესო მოგერიებად დასახელდა.
კომენტარები post