ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

"პენალტების სერიაში ვნერვიულობდი. ფრჩხილები აღარ მაქვს"- კლოპი


  • 1 თვის წინ
"პენალტების სერიაში ვნერვიულობდი. ფრჩხილები აღარ მაქვს"- კლოპი

"ლივერპულის" მთავარმა მწრთვნელმა. იურგენ კლოპიმ ინგლისის თასის მოგების შემდეგ  განცხადება გააკეთა.  მოგეხსენებათ მათ ფინალში ლონდონის "ჩელსი" დაამარცხეს და ტიტულიც მოიპოვეს. 

"გამორჩეული, წარმოუდგენელი, დაძაბული მატჩი იყო. მათაც შეეძლოთ გამარჯვება დაემსახურებინათ, როგორც ლიგის თასის ფინალში - კლუბებს შორის სხვაობა იმდენად მცირეა".

"ადრეული ცვლილებების, აგრეთვე თავდაუზოგავი ბრძოლის ფონზე, ჩემი ბიჭებით ძალიან ვამაყობ. ვფიქრობ, ვირჯილი კარგადაა, მაგრამ კუნთი დაიზიანა".

"განიავებული კარგი მომენტები, "ჩელსის" მიერ შექმნილი სახიფათო მომენტების მოგერიება, ეს ყველაფერი ჩვენთვის დასრულდა კარგად".

"პენალტების სერიაში ვნერვიულობდი. ფრჩხილები აღარ მაქვს. "ჩელსის" ვუთანაგრძნობ - მეორედ ატარებ 120 წუთს და ვერაფერს იღებ. თუმცა, ჩვენს გამო ძალიან გახარებული ვარ".

"ფსიქოლოგიურად მონსტრები ვართ, მაგრამ "არისტოკრატთა" რიგებშიც თამაშობდნენ ასეთები - ყველაფერი ერთმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა. "ჩელსიმ" გამორჩეული თამაში ჩაატარა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული ერთია და დღეს ჩვენ მოვიგეთ" -  განაცხადა მწრთვნელმა. 

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" ინგლისის თასი16 წლის შემდეგ მოიგო. 

ასევე დაგაინტერესებთ