ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

პეტრიაშვილი: "ბავშვი ალკოჰოლს უნდა მოერიდოს და სპორტს უნდა მიჰყვეს"


  • 2 კვირის წინ
პეტრიაშვილი: "ბავშვი ალკოჰოლს უნდა მოერიდოს და სპორტს უნდა მიჰყვეს"

საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილი 1994 წლის 1 აპრილს, გორში დაიბადა.

გენოს ევროპის ჩემპიონატებზე 7 მედალი აქვს მოპოვებული (2 ოქრო, 2 ვერცხლი, 3 ბრინჯაო), მსოფლიოს ჩემპიონატებზე (3 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო), ასევე პეტრიაშვილმა ორ ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა, ის რიოში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ტოკიოში კი ფინალში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

  • "ჩემი ყველაზე დიდი წარმატება, ხალხის სიყვარულია. ყველაზე ამაღლებული შეგრძნებაა, როდესაც ჩვენი ქვეყნის დროშას ვატარებთ და მისი ფრიალი შეგვიძლია."
  • "ბავშვი თავიდანვე უნდა ჩავაყენოთ კალაპოტში და ავუხსნათ, რა არის ცუდი და რა კარგი. რა თქმა უნდა ცუდია ალკოჰოლთან და ნარკოტიკულ საშუალებებთან შეხება და დროის ფუჭად კარგვა, ამას უნდა მოერიდნონ და მაქსიმალურად უნდა დაკავდნენ სპორტით."- ამბობს გენო პეტრიაშვილი.

სრულად ვიდეო იხილეთ GeoSportNews-ის რუბიკაში, "100 წარამტების ისტორია ქართველ სპორტსმენებზე":

 

ასევე დაგაინტერესებთ