ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო უამრავი ჭორი დადის სხვადასხვა გუნდში გადასვლის შესახებ. სულ ახლახანს ხვიჩას “პსჟ” ძალიან მიუალხოვდა, თუმცა ამ ამბავს ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა და ამას სრული აბსურდი უწოდა:
“ამ ეტაპზე, ჩემთვის არაფერია ცნობილი “პარი სენ-ჟერმენსა” და კვარაცხელიას შორის რაიმე კონტაქტის შესახებ. პარიზში დაზუსტებით ისიც კი არ იციან, ვინ გაწვრთნის გუნდს მომდევნო სეზონში. ამასთან ერთად, თუ მბაპე მარცხენა ფლანგზე ითამაშებს, როგორ მოგვარდება კვარაცხელიას საკითხი, რომელიც ამავე ფლანგზე ასპარეზობს?”
“დაინტერრესებული კლუბი უამრავია, მაგრამ კონკრეტული ჯერ არაფერი ჩანს. მარტში, აპრილსა და მაისში კვარაცხელიაზე მოლაპარაკებები დაივიწყეთ, რადგან “ნაპოლი” ახლა სეზონის მეორე ნაწილზეა ორიენტირებული და ზაფხულამდე არაფერს უნდა ველოდოთ,” – თქვა რომანომ CaughtOffice-ის პოდკასტში.
კომენტარები post