ყოფილმა ინგლისელმა ფეხბურთელმა, ოუენ ჰარგრივზმა, რომელმაც კარიერის განმავლობაში “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ბაიერნში” ითამაშა, კვარა შეაქო და განაცხადა, რომ ის თითქმის იდეალური გარემარბია.
“მხოლოდ 21 წლისაა და მისი თამაშის ხილვა უკვე შეუძლებლად ლამაზია. დაუჯერებელია, როგორ დაჯდა მისი ტრანსფერი მხოლოდ 10 მილიონი ევრო. ის ორივე ფეხს კარგად იყენებს და უამრავი გოლიც გაიტანა უკვე, საგოლე გადაცემებთან ერთად.”
“ვის წინააღმდეგაც თამაშობს ფაქტობრივად ყველას ატერორებს. გაბარიტების გამო შეუძლია ჩაწოდბებს თავური დარტყმითაც უპასუხოს. ის თითქმის იდეალური გარემარბია”, – განაცხადა ჰარგრივზმა.
კომენტარები post