ევროტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპები დასასრულს უახლოვდება და პლეი-ოფების წინ უეფამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველო რეიტინგში 46-ე პოზიციას იკავებს 55 ქვეყანას შორის.
ჩვენ უკან შემდეგი ქვეყნებია – ჩრდილოეთ მაკედონია, ლიხტენშტაინი, უელსი, გიბრალტარი, ისლანდია, მონტენეგრო, ანდორა და სან მარინო.
ჩვენზე კარგი შედეგი დააფიქსირეს წელს მალტის, ესტონეთისა და ფარერის კუნძულების კლუბებმა, რის გამოც რეიტინგში გადაგვასწრეს.
შეგახსენებთ, რომ ევროტურნირებზე წელს საქართველოს ბათუმისა და თბილისის “დინამოები”, ასევე გორის “დილა” და “საბურთალო” წარმოადგენდნენ, შემდეგ ეტაპზე გასვლა კი მხოლოდ “საბურთალომ” შეძლო.
კომენტარები post