“პალერმოს” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ “ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა.
ფედელემ Marte Sport-ის ეთერში “ნაპოლისა” და “რომას” (2:1) დაპირისპირების იმ მომენტზე ისაუბრა, როდესაც ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ “კვარამ” გოლის გატანა ვერ მოახერხა.
“ნაპოლიმ” გოლის გატანის არაერთი შანსი მიიღო. ლოსანოს ჩაწოდების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთის კონტროლის თვალსაზრისით სერიოზული შეცდომა დაუშვა. თავად მექსიკელმაც კარგი მომენტი ვერ გამოიყენა” – განაცხადა ფედელემ.
კომენტარები post