გუშინ, ერთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
ორივე გოლში ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო მონაწილეობა – პირველ შემთხვევაში მაკედონიელთა მცველს ავტო-გოლი გაატანინა, ხოლო მეორე გოლი ბუდუ ზივზივაძის ასისტით თავად გაიტანა.
მატჩის შემდეგ, გასახდელში კვარაცხელიასთან ეროვნული ნაკრების და მილანის ყოფილი ფეხბურთელი, კახა კალაძე მივიდა – კადრებს, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის აღნიშნულ შეხვედრას ქართველი პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილიც გამოეხმაურა:
“ფეხბურთის არაფერი არ მესმის, მაგრამ ზუსტად ვიცი კალაძეზე მაგრად კვარაცხელიას წარმატებებზე არავინ არაა დაბოღმილი.”
კომენტარები post