საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ერთადერთი კანდიდატი იბრძოლებს. როგორც მოსალოდნელი გახლდათ, ის მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია, რომელსაც კონკურენტი არ ეყოლება.
კობიაშვილი 2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში კანდიდატად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 29 სუბიექტმა წარადგინა.
ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელს 4 თებერვალს სფფ-ის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე აირჩევენ. გამარჯვებული კანდიდატი აღნიშნულ თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.
ყრილობასთან დაკავშირებით, 16 იანვარს, 12:00 საათზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართება. დღის წესრიგში მთავარი სფფ-ს ყრილობის საპროცედური რეგლამენტის დამტკიცებაა, განიხილება სხვადასხვა საკითხებიც.
კომენტარები post