“მანჩესტერ იუნაიტედმა” ვარჯიში დაიწყო და მომავალი სეზონისთვის ემზადება, მაგრამ გუნდთან ერთად ჯერ კიდევ არ არის “წითელი ეშმაკების” ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელ ფეხბურთელს ვარჯიშების გაცდენის მიზეზად პირადი პრობლემები მოჰყავს.
მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რონალდუს “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვება და ისეთ კლუბში გადასვლა სურს, სადაც ახლავე შეძლებს ტიტულებისთვის ბრძოლას და სამომავლო პროექტის ნაწილი არ იქნება.
შექმნილი სიტუაციის შესახებ კომენტარი “იუნაიტედის” ლეგენდამ, რიო ფერდინანდმა გააკეთა.
“ალბათ უკმაყოფილოა! საუბარია კრიშტიანო რონალდოზე! რა გასაკვირია, რომ ის მანჩესტერ იუნაიტედში არსებული ვითარებით უკმაყოფილო იყოს? შეუძლებელია, რომ კმაყოფილი იყოს.
როდესაც ადამიანს სურს გამარჯვება, მიჩვეულია ამას და იბრძვის პირველობისთვის, მაგრამ უცბათ ეს შესაძლებლობები აღარ აქვს და ჩემპიონთა ლიგაშიც კი ვერ მოხვდება, გასაგებია, რომ კმაყოფილი ვერ იქნება.
რონალდო უკმაყოფილოა იმით, რომ ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაში. მან ისიც კი არ იცის, როგორ ჟღერს ევროპალიგის ჰიმნი! როდესაც ჰიმნს დაუკრავენ, კრიშტიანო გაიფიქრებს: “აქ რა დისკოთეკაა?”– განაცხადა ფერდინანდმა.
კომენტარები post