როგორც გამოცემა “ბათუმელები” იტყობინება, ბათუმის “დინამოს” გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვს და იმ სტიუარდებს ხელფასებს ვერ უხდის, რომლებიც მატჩების განმავლობაში წესრიგსა და უსაფრთხოებას იცავდნენ. ამ ინფორმაციას “დინამო ბათუმშიც” ადასტურებენ.
სტიუარდის ანაზღაურება ერთი თამაშის განმავლობაში 25 ლარია, რომელსაც საშემოსავლო და საპენსიო გადასახადი ერიცხება. სტიუარდი ვალდებულია თამაშის დაწყებამდე სამი საათით ადრე მივიდეს სტადიონზე და საფეხბურთო მატჩის დასრულებამდე დარჩეს.
კლუბის მიერ “ბათუმელებისთვის” მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, კლუბი აღიარებს დავალიანების არსებობას და მას ეტაპობრივად დაფარავს.
“არსებული ვალის შესახებ საქმის კურსში არიან. უახლოეს პერიოდში დაიფარება ახალი დავალიანება რაც არის. სავარაუდოდ მომდევნო თამაშამდე. რაც შეეხება 2019 წლის დავალიანებას, ეს დავალიანება ეტაპობრივად დაიფარება,“ – განაცხადა “დინამო ბათუმის“ პრესსამსახურმა.
კომენტარები post