მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა, რუსეთის ფეხბურთის კავშირს უეფასა და ფიფას ალტერნატივად საკუთარი საერთაშორისო კონფედერაციის შექმნისაკენ მოუწოდა, რომელშიც სამხრეთ ამერიკისა და დსთ-ის ზოგიერთი სახელმწიფო და ინდოეთი გაერთიანდება და ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა მოსკოვში ან სანქტ-პეტერბურგში იქნება.
“საერთოდ, დროა, ჩვენ უკვე კაცურად ვიმოქმედოთ და მათ წინაშე არ ვკანკალებდეთ. უკვე ორი წელია მივმართავ დიუკოვს, დაანებოს თავი ფიფასა და უეფაში წერილების წერას.
მათ უკვე კარგა ხანია გადაწყვიტეს, რომ ყველაფერში დამნაშავენი ჩვენ ვართ, ამიტომ ყველგან მოგვკვეთეს. დაგვამცირეს და კიდევ რაღაცას ვთხოვთ! სიამაყით უნდა ვუთხრათ: “ფიფა და უეფა, წადით ასო “х”-ზე. ფიფასა და უეფას ჩინოსნები კი თავიანთ უკანალებს უფრთხილდებიან, რადგან ამერიკის შიში აქვთ.”– განაცხადა კავაზაშვილმა.
კომენტარები post