გუშინ, სერია A-ს მე-18 ტურში “ნაპოლიმ” “იუვენტუსი” 5:1 დაამარცხა.
39-ე წუთზე “პარტენოპეის” ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლის” მაისურით მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი გაიტანა.
მაშინ, როდესაც მთელი “მარადონა” ხვიჩას გოლს ზეიმობდა, ლუჩანო სპალეტი თავის შეგირდს ფრანკ ზამბო ანგისას მითითებებს აძლევდა.
როგორც ჩანს, 63 წლის სპეციალისტი კამერუნელის მოქმედებებით უკმაყოფილო იყო…
მომზადებულია sportall.ge-ის მიხედვით.
კომენტარები post