სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს ფოტო – “დინამო არენის” გარე პერიმეტრზე შესრულებული გრაფიტი, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაა ასახული.
როგორც გაირკვა, მშვენიერი ნამუშევარი ელინა მიმინოშვილს ეკუთვნის. ესაა ეპიზოდი, როცა კვარაცხელია წვივის დამცავზე გამოსახულ საქართველოს დროშას ეამბორება.
“კვარას” უახლოესი გაჩერება ფლორენციაა, სადაც იტალიის ჩემპიონატის მე-3 ტურში ნეაპოლელები “ფიორენტინას” 28 აგვისტოს დაუპირისპირდებიან.
კომენტარები post