ხვიჩა კვარაცხელია ახალი სეზონისთვის თავის ახალ კლუბთან ერთად ემზადება და ახალ კლუბს ახალი ვარცხნილობაც შეუსაბამა.
ნეაპოლში სახელგანთქმული სალონის Landolfi Style-ის მფლობელმა ანჯელო ლანდოლფიმ სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:
“LandolfiStyle “ნაპოლის” ახალ ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მიესალმება. დაე, ეს იყოს მისი წარმატების დასაბამი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც თვალს გვადევნებს და რჩევებს გვაძლევს.”
კომენტარები post