ნაპოლის 21 წლის ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია პოპულარობის პიკშია. იტალიაში “კვარადონას” LEGO-ს ფიგურაც კი მიუძღვნეს, რომელიც მაღაზიის დახლზე გამოჩნდა. ფაქტის შესახებ ინფორმაციას AreaNapoli ავრცელებს.
“კვარაცხელია იტალიის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მოულოდნელი აღმოჩენაა. ფეხბურთელმა თავისი ტალანტი და შესაძლებლობები სწრაფად წარმოაჩინა. ნაპოლის გულშემატკივრები, შეიძლება ითქვას, მასზე გიჟდებიან. ის გამორჩეულია როგორც საფეხბურთო ტექნიკით, ისე – პიროვნული თვისებებით. ხვიჩა, პირველ რიგში, კარგი ბიჭია, რომელიც თავისი პარტნიორისა და ოჯახის ერთგულია. თავისი თავმდაბლობით მან თანაგუნდელებშიც უმალ მოიპოვა პატივისცემა.
ნეაპოლში მას მალევე მიუძღვნეს შარფები, მაისურები, დროშები და სხვა აქსესუარები. მისი პერსონალური თოჯინა Lego-მაც კი შექმნა, რომელიც AreaNapoli.it-მა ააწყო. ფიგურა, რომლის ნახვა შესაძლებელია ვომეროს (რაიონი ნეაპოლში) მაღაზიაში, უმალ მიიპყრო ბავშვებისა და უფროსების ყურადღება. რა თქმა უნდა, ეს კაცუნა იყიდება, Lego ფიგურების პერსონალიზებას ხომ კლიენტების სურვილების მიხედვით ახდენს”.
კომენტარები post