გუდაურში პარაპლანი კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა პარაპლანისტი, ტურისტი კი დაიღუპა. კატასტროფა განიცადა სამაშველო ვერტმფრენმაც, რომელიც დაშავებულების დასახმარებლად წავიდა. ვერტმფრენმა მართვა დაკარგა, ჩამოვარდა და აფეთქდა.
სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 მედიკოსი იმყოფებოდა.
გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მომხდარ ფაქტს ცნობილი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა ბექაური გამოეხმაურა.
კომენტარები post