საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი უეფას ერთა ლიგის მე-5 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ვებგვერდმა Sofascore-მ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში გიორგის თამაში 8.6 ქულით შეაფასა, რაც არა მხოლოდ C დივიზიონში, არამედ მთლიანად ერთა ლიგის მე-5 ტურში მეკარეებს შორის ყველაზე კარგი მაჩვენებელი აღმოჩნდა. შედეგად, მამარდაშვილს ტურის სიმბოლურ ნაკრებში ერგო ადგილი.
გიორგი ერთადერთი ქართველია, რომელიც სიმბოლურ თერთმეტეულში შეიყვანეს. იქ ორ-ორი ფეხბურთელით წარმოდგენილი მხოლოდ პორტუგალია და უკრაინა არიან, მე-5 ტურის სიმბოლური ნაკრები კი სრულად ასე გამოიყურება:
კომენტარები post