როგორც გუშინ გაცნობეთ, “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა “რომასთან” გამარჯვების აღსანიშნავად, მთელი გუნდი სავახშმოდ დაპატიჟა, რის გამოც ორშაბათს დაგეგმილი ვარჯიში გაუქმდა.
Areanapoli-ს ცნობით, 71 წლის კინორეჟისორმა ადგილი ნეაპოლთან ახლოს შეარჩია, კერძოდ სტეიკის რესტორან “ბრასერია ლა ბაიტაში”. გამოცემის ინფორმაციით, დანიშნულების ადგილზე ლუჩანო სპალეტი არა ძვირადღირებული მარკის ავტომობილით, არამედ მოკრძალებული “ფიატ პანდათი” გამოცხადდა.
კომენტარები post