25 ივნისს, დუბაიში გამართულ King Of The Table 4-ზე ერთმანეთს ლევან საგინაშვილი და დევონ ლარატი დაუპირისპირდნენ. ქართველმა მებრძოლმა მეტოქე დამაჯერებლად, 6:0 დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეოში, ლარატი ამბობს, რომ მან ხელი მეორე რაუნდში დაიზიანა – “ლევან, შენ მართლაც რომ ხელი მომაგლიჯე! საოცარი ძალა აქვს ამ ადამიანს, ის ნომერ პირველია.”
ლარატმა თავისი ხელის ფოტო თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
კომენტარები post