5-გზის ოქროს ბურთის მფლობელმა და ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთში ახალი საცხოვრებელი ადგილი შეარჩია.
Daily Mail-ის ცნობით, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ქალაქ რიადში მდებარე 99-სართულიან ცათამბჯენ Kingdom Tower-ში იცხოვრებს.
მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადმა ფეხბურთელმა მისი ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და დაცვისთვის 17 ნომერი 1 თვით დაიქირავა და 250 000 ფუნტს გადაიხდის.
შეგახსენებთ, რონალდო “ალ ნასრს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და არაბულ კლუბთან ხელი 2.5 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა. კონტრაქტის მიხედვით, რონალდოს წლიური ანაზღაურება 200 მილიონ ევროს შეადგენს.
კომენტარები post