23 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს დაიწყო, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე დინამო არენის სალაროებში.
ონლაინ გაყიდვებზე პრობლემა შეიქმნა, საიტს გარკვეული ტექნიკური ხარვეზები აღმოაჩნდა, რის გამოც გულშემატკივრები ბილეთების შეძენას ვერ ახერხებენ. მძიმე სიტუაციაა სალაროებთან, რადგანაც ადგილზეც პროგრამული ხარვეზი შეიქმნა, გულშემატკივრები რიგს არ იცავენ და ბილეთების რეალიზება ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ფოტო: 90 წუთი/90 min
კომენტარები post