საქართველომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთს უმასპინძლა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი 82:76 დაამარცხა.
გამარჯვებაში უდიდესი წვლილი რატი ანდრონიკაშვილმა შეიტანა, მან ოვერტაიმში 8 ქულის ჩაგდება შეძლო.
ამჟამად, რატი ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. ესპანეთის დამარცხების შემდეგ ანდრონიკაშვილის მისამართით საზოგადოების ინტერესი გაიზარდა.
ბევრს აინტერესებდა მისი რჩეულის ვინაობაც. ახალგაზრდა კალათბურთელის შეყვარებული ელენე შელიაა. ის ფეხბურთელის, მურთან შელიასა და მოდელ ლიკა კვარაცხელიას შვილია.
კომენტარები post