ხუთშაბათი, 30 ივნისი, 2022

პიკე: "მოურინიომ რეალისა და ბარსელონას ფეხბურთელებს ერთმანეთი შეაძულა"


  • 1 თვის წინ
პიკე: "მოურინიომ რეალისა და ბარსელონას ფეხბურთელებს ერთმანეთი შეაძულა"

"ბარსელონას" ფეხბურთელის ჟერარდ პიკეს აზრით, ჟოზე მოურინიომ "რეალისა" და "ბარსას" ფეხბურთელებს ერთმანეთი შეაძულა. 

"მას შემდეგ, რაც მოვიდა, იცოდა, რომ მოედანზე ჩვენზე სუსტები იყვნენ. მართლაც საუკეთესო გუნდი გვყავდა და ფეხბურთელებსაც ბრწყინვალე ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან".

"მახსოვს, ნაკრებში წავედი და "რეალთან" გამართული იმ შეხვედრების შემდეგ ძალიან გამიჭირდა, რადგან მოურინიო ფეხბურთელის გონებაში აღწევდა და ეუბნებოდა: "ეს ბიჭები ვერ გიტანენ", ის კი ამას იჯერებდა".

"ნაკრების გასახდელში კასილასთან მივედი: "გამარჯობა, იკერ", მან კი პასუხიც არ გამცა, არ მელაპარაკებოდა".

"მაშინ ეს ნამდვილად არ ვიცოდი, მაგრამ საქმე მწვრთნელში იყო, ნამდვილად იცის, როგორ უნდა შეაღწიოს ამა თუ იმ ფეხბურთელის გონებაში" - განაცხადა პიკემ. 

ასევე დაგაინტერესებთ